ვითარება პოლონეთ-უკრაინის საზღვარზე
პოლონელმა ფერმერებმა პოლონეთ-უკრაინის საზღვარზე, ორი გამშვები პუნქტის ბლოკადა შეწყვიტეს. ინფორმაციას უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახური ავრცელებს. შეგახსენებთ, რომ ფერმერებს უკრაინის საზღვარზე მდებარე სასაზღვრო გამშვები პუნქტების ბლოკადის შეწყვეტისკენ პოლონეთის პრემიერ მინისტრმა, დონალდ ტუსკმა 18 აპრილს მოუწოდა
