წყლის რესურსების მსოფლიო სამიტი
ირაკლი ქარსელაძე ლონდონში, წყლის მსოფლიო სამიტზე სიტყვით გამოვიდა. ინფრასტრუქტურის მინისტრმა ისაუბრა ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში განხორციელებული წყალ მომარაგებისა და წყალარინების პროექტებსა და მათ შედეგებზე. მინისტრის თქმით, სახელმწიფოს მხრიდან წყალ მომარაგებისათვის გამოყოფილი მუდმივად მზარდი ფინანსური რესურსი ხელს უწყობს საინვესტიციო პროექტების წარმატებით განხორციელებას. მისი თქმით, 2025 წლამდე საქართველოს ქალაქები, ხოლო 2030 წლამდე ქვეყნის სრული მოსახლეობა უზრუნველყოფილი იქნება უწყვეტი წყალმომარაგებით, რისთვისაც სახელმწიფოს მხრიდან იგეგმება ოთხ მილიარდ ევროზე მეტი ინვესტიციის განხორციელება
