ორი ახალი უკანონო ინსტალაცია სოფელ დვანთნ
საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ქარელის მუნიციპალიტეტში სოფელ დვანთნ ორი ახალი უკანონო ინსტალაცია განათავსეს. როგორც იმედს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში უთხრეს, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, საოკუპაციო ძალები გარკვეული პერიოდულობით აწარმოებენ სხვადასხვა ტიპის უკანონო ინსტალაციების მონტაჟს. თითოეული მსგავსი ფაქტი არის ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან მკაცრი რეაგირების ობიექტი. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა უკვე გააქტიურა ცხელი ხაზი, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები და ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეები.ამ თემაზე განცხადებები გაკეთდა მმართველ გუნდში
