აქციაზე გამოთქმული შეცვლილი სლოგანი
მამული, ენა და სარწმუნოების ნაცვლად ერთობა. მოძრაობების „ჯიუტისა“ და „დაფიონის“ ორგანიზებით გამართული აქციის წევრებმა გვიან ღამით რუსთველიდან გმირთა მოედანზე გადაინაცვლეს და გმირთა მემორიალთან დადეს ფიცი, რომ ხელისუფლებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს არ მიაღებინებენ. აქციის მონაწილეებს ფიცის დადების დროს, სიტყვა სარწმუნოება არც უხსენებიათ. „ქართული ოცნების“ წევრების თქმით, ქართველმა ხალხმა შეძლო და დღემდე მოიტანა „ენა, მამული, სარწმუნოება“ და დღეს გარკვეულმა პირებმა ეს სლოგანიც კი შეცვალეს, რაც ამტკიცებს, რომ ამ ტექსტის შემადგენლების დარტყმის ობიექტი არის სარწმუნოება, რომელიც ქართული იდენტობის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილია
