გამჭვირვალობის კანონი
მმართველი გუნდი ოპოზიციას საქმიან დისკუსიაზე ელოდება. გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის განხილვა მომავალი კვირიდან განახლდება. მეორე მოსმენაზე, პროცედურა მუხლობრივ განხილვას ითვალისწინებს, შესაბამისად ოპოზიციას მოუწევს არგუმენტების წარდგენა, რატომ ეწინააღმდეგებიან კანონ პროექტს. საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ კანონპროექტის შესახებ რადიკალები ისევ შეეცდებიან საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. მმართველი გუნდის განცხადებით, გამჭვირვალობას ვინც ეწინააღმდეგება, ასეთ ძალას არაფერი აქვს საერთო დემოკრატიასთან და ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებასთან
