„ქართული ოცნების“ შეხვედრა შიდა ქართლის პარტიულ აქტივთან
გორში, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი, პარტიის აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე, რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე და საპარლამენტო უმრავლესობის წევრები შიდა ქართლის მხარის ადგილობრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელებს და პარტიულ აქტივს შეხვდნენ. შეხვედრაზე პარტიის ლიდერებმა ისაუბრეს მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებზე, ასევე ქვეყანაში, რეგიონსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე. აღინიშნა, რომ ერთადერთი პოლიტიკური, პასუხისმგებლიანი ძალა, რომელმაც ქვეყანაში მშვიდობა და სტაბილურობა შეინარჩუნა, ეს არის ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“
