PABSEC-ის კომიტეტის 63-ე სხდომა
საქართველოს პარლამენტი PABSEC-ის სამართლებრივ საკითხთა და საერთაშორისო თანამშრომლობის კომიტეტს მასპინძლობს. კაჭრეთში, გამართული კომიტეტის 63-ე სხდომაზე მისასალმებელი სიტყვით გამოსვლისას ირაკლი მეზურნიშვილმა საპარლამენტთაშორისო ურთიერთობების გაღრმავებაზე და ქვეყნებს შორის გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით ასევე, მიმართეს შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივ მოქმედი დელეგაციის წევრმა, ასამბლეის ვიცე პრეზიდენტმა რამაზ ნიკოლაიშვილმა და ასამბლეის გენერალურმა მდივანმა ასაფ ჰაჯიევმა