შალვა პაპუაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის, მეთიუ მილერის განცხადებას გამოეხმაურა
ხელისუფლება ღიაა არგუმენტირებული მსჯელობისთვის და დოგმებს ეწინააღმდეგება. შალვა პაპუაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის, მეთიუ მილერის განცხადებას გამოეხმაურა - რომელშიც არის მოწოდება საქართველოს მისამართით, არ მიიღოს კანონპროექტი, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობის სურვილს ევროკავშირში სრული ინტეგრაციის შესახებ.
