„ოქროს საწმისი - საქართველოს ხელოვნება“
კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერითა და პოლონეთის კულტურის მინისტრის პატრონაჟით, კრაკოვის ეროვნულ მუზეუმში გაიხსნა ქართული კულტურისა და ისტორიისადმი მიძღვნილი უპრეცედენტოდ მასშტაბური გამოფენა - „ოქროს საწმისი - საქართველოს ხელოვნება“. გამოფენაში მონაწილეობს 14 ქართული მუზეუმი როგორც დედაქალაქიდან, ასევე, რეგიონებიდან. გამოფენაზე წარმოადგინეს ორენოვანი - ინგლისურ-პოლონური კატალოგი, რომელიც მკითხველს ქართული კულტურის განვითარების სხვადასხვა ეტაპს აცნობს. გამოფენის გახსნისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სტუმრებს საშუალება ჰქონდათ მოესმინათ ქართული ხალხური სიმღერები და ენახათ ტრადიციული ცეკვები.
