ახალი სკვერი
ნაძალადევის რაიონში კიდევ ერთი ახალი სკვერი მოეწყობა. ტერიტორიაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის მიხედვით, 7000 კვ.მ ფართობზე ინფრასტრუქტურული და გამწვანების სამუშაოები შესრულდება. სამუშაოები ქალაქის მერმა ადგილზე დაათვალიერა. მეტროსადგურ „ღრმაღელის“ მიმდებარედ სკვერის სრული რეაბილიტაციისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობა დაახლოებით მილიონ 300 000 ლარს დახარჯავს.