ვახტანგ გომელაურის ინტერპელაცია
უკვე 2 საათია შინაგან საქმეთა მინისტრი პარლამენტში დეპუტატების კითხვებს პასუხობს. ვახტანგ გომელაური ოპოზიციამ პარლამენტში ოჯახში ძალადობის საკითხთან დაკავშირებით დაიბარა. კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც დღეს გომელაურმა პარლამენტში ისაუბრა, ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას უკავშირდება. თუმცა მინისტრმა მოხსენება ბოლო დღეებში რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებზე საუბრით დაიწყო. სხდომაზე იყო ხმაური, პარლამენტის თავმჯდომარემ სალომე სამადაშვილს სხდომათა დარბაზი დაატოვებინა.
სიუჟეტის ავტორი: ნინო არღვლიანი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
