თედო რეხვიაშვილის ნამუშევრების გამოფენა
„მეხსიერება, ძალაუფლება და ცდუნებები“ - ამ სათაურით გამოფენას „სილკ ფაქტორი სტუდიოს“ საგამოფენო სივრცე მასპინძლობს. პირველ პერსონალურ გამოფენაზე თედო რეხვიაშვილმა ბოლო 2 წლის განმავლობაში, სხვადასხვა მასალითა და ტექნიკით შექმნილი 22 ნამუშევარი წარადგინა. პროექტი საქართველოს უახლესი ისტორიის მნიშვნელოვანი ფრაგმენტებით აქტუალურ საკითხებს ეხმიანება. გამოფენა 22 აპრილამდე გაგრძელდება.

სიუჟეტის ავტორი: სალომე შანშიაშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები