არჩევნები ინდოეთში
ინდოეთში მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური არჩევნები დაიწყო. ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ნერენდრა მოდი მესამე ვადით იყრის კენჭს. მისი პოლიტიკური ძალა „ინდოეთის სახალხო პარტია“ ოპოზიციური პარტიებისგან შემდგარ ალიანსს უპირისპირდება. მილიარდამდე ამომრჩეველი მე-18 მოწვევის პარლამენტისთვის 543 წევრს ირჩევს. სარჩევნო პროცესი ინდოეთში 6 კვირის განმავლობაში გაგრძელდება.
