იერიში ირანზე
ირანში აცხადებენ, რომ დრონების იერიში მოიგერიეს. ირანული მედიით გავრცელდა ინფორმაცია ისპაჰანის სამხედრო ბაზასთან სამი აფეთქებისა და ამოუცნობი დრონების განადგურების შესახებ. ოფიციალური საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, ამ დროისთვის ისპაჰანში ობიექტზე უსაფრთხოება უზრუნველყოფილია. ირანი არაფერს იუწყება სარაკეტო იერიშის შესახებ. ამერიკული მედია კი, ამერიკელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ ინციდენტის უკან ისრაელი დგას. ტელეკომპანიები: CBS-ი, ABC-ი და CNN-ი იუწყებიან, რომ ირანის მიმართულებით რაკეტები ისრაელმა გაუშვა. თეთრ სახლსა და პენტაგონს ინფორმაციაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ, პასუხისმგებლობა მომხდარზე არ აუღია ისრაელსაც.
