ღვინით ვაჭრობის მსოფლიო ჯგუფის შეხვედრა
ბრიუსელში გამართულ ღვინით ვაჭრობის მსოფლიო ჯგუფის შეხვედრაზე, საქართველოს თავმჯდომარეობის ერთწლიანი პერიოდი და მიღწეული შედეგები დადებითად შეფასდა. ორგანიზაციის თავმჯდომარეობა საქართველოს, ერთი წლის ვადით, ამერიკის შეერთებული შტატებიდან როტაციის პრინციპით გადმოეცა. თავმჯდომარეობის პერიოდში ორგანიზაციის საქმიანობის მთავარი კოორდინატორი ღვინის ეროვნული სააგენტო იყო. ორგანიზაციის ძირითადი მიზანია ღვინით ვაჭრობის გამარტივება, ღვინით საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობა და ერთობლივი ქმედებები სავაჭრო ბარიერების მოსახსნელად.
