„გახარია“-„ნაცმოძრაობის“ ალიანსი
რუსთავის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრებმა საკრებულოს, რიგგარეშე სხდომის მოწვევის და საკრებულოს თავმჯდომარის და დანარჩენი თანამდებობის პირების თანამდებობიდან გადაყენების მოთხოვნით მიმართეს. შესაბამისი განცხადება მათ რამდენიმე წუთის წინ სოციალურ ქსელშიც გამოაქვეყნეს. როგორც „ქართული ოცნების“ ფრაქციაში აცხადებენ, რუსთავის განვითარებისთვის საჭირო პროექტების განხორციელება რუსთავის მერიის და საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ გუნდს, „ნაციონალური მოძრაობის“ და გახარიას პარტიის წევრებთან მუდმივი ბრძოლის პირობებში უკვე მესამე წელია უწევს. ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ საკრებულოს თავმჯდომარის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების მოთხოვნით საკრებულოს წერილობით გუშინ მიმართა.
