ნიკოლოზ სამხარაძის ინტერვიუ BBC-სთან
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით BBC-სთან ინტერვიუში ისაუბრა. ნიკოლოზ სამხარაძის თქმით, შემთხვევითი არ არის, რომ ხელისუფლების ოპონენტები კანონპროექტს რუსულს უწოდებენ, ეს გამიზნულია საზოგადოების აღშფოთების გამოსაწვევად. მისი თქმით, „ქართული ოცნების" დასავლური კურსი კონსტიტუციაში არსებული ჩანაწერითაც დასტურდება, ხოლო კანონპროექტი, რომელიც გამჭვირვალობას ითვალისწინებს, ამ კურსს ხელს ვერ შეუშლის.
