ჟურნალისტების შეურაცხყოფა
პროფესიული მოვალეობის შესრულებაში ხელის შეშლა და სიტყვიერი შეურაცხყოფა - საპროტესტო აქციაზე „იმედისა“ და „პოსტივის“ ჟურნალისტების მიმართ ისევ ისმოდა აგრესიული შეძახილები. ფაქტის შემსწრე, აქციაზე მყოფი „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტი კახა კვეკვესკირი იყო. მან ძალადობა სიტყვიერად დაგმო, თუმცა მედიაზე წნეხის გამართლება სცადა.
