ოპოზიციის უარი ევროპულ შეთანხმებას
რადიკალური ოპოზიცია სიტყვით ევროპელები, რომლებიც საქმით საპირისპიროს ამტკიცებენ. პარლამენტმა „საქართველოსა და ევროკავშირის სამართალდაცვით სფეროში თანამშრომლობის სააგენტოს შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და დაცვის შესახებ პროექტი“ განიხილეს და 81 ხმით მიიღეს კიდეც. მიუხედავად იმისა, რომ საკითხი კონკრეტული მიმართულებით ქვეყნის ევროკავშირთან თანამშრომლობას ეხებოდა, სხდომას ოპოზიციის დიდი ნაწილი საერთოდ არ დასწრებია. ქრონიკამ კითხვით ოპოზიციონერ დეპუტატებს მიმართა, თუმცა პასუხი ვერ მიიღო
