ევროკავშირის სამიტი ბრიუსელში
ევროკავშირის ლიდერები განიხილავენ სამოქმედო გეგმას, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს, ჩინეთსა და სხვა მეტოქეებს ახალი ენერგიისა და ციფრული ტექნოლოგიების გლობალურ რბოლაში არ ჩამორჩნენ. ამ მიზნით, ევროპის შიდა ბაზარზე არსებული ხარვეზების შესწავლა ევროკავშირის ლიდერებმა იტალიის ყოფილ პრემიერ მინისტრს დაავალეს. ბრიუსელში მიმდინარე სამიტზე, ენრიკო ლეტამ განაცხადა, რომ ევროკავშირის ერთიანი ბაზარი დაუყოვნებლივ რეფორმას საჭიროებს
