პესკოვის განცხადება
რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი აცხადებს, რომ რა ფორმის დახმარებაც არ უნდა გაუწიოს ვაშინგტონმა კიევს, ის მიზნად ისახავს უკრაინის პროვოცირებას და საომარი მოქმედებების გაგრძელებას ისე, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ამ ვითარებიდან გარანტირებული სარგებელი მიიღოს. დიმიტრი პესკოვი ირწმუნება, რომ საბოლოო ჯამში, ამერიკული დახმარება ფრონტის ხაზზე და ომის შედეგებზე, გარდამტეხ გავლენას ვერ მოახდენს
