უკრაინის სამხედრო დახმარება
ანალენა ბერბოკი ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან, უკრაინის სამხედრო დახმარების პროცესში, იმედის ნიშნებს ხედავს. იტალიის კუნძულ კაპრიზე, დიდი შვიდეულის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დროს, გერმანელმა დიპლომატმა განაცხადა, რომ გერმანიის მთავრობა ოფიციალურ ვაშინგტონთან ამ თემასთან დაკავშირებით ინტენსიურად მუშაობდა. ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატა უკრაინისთვის დამატებითი დახმარების ახალ პაკეტს 20 აპრილს განიხილავს. კანონპროექტი კიევისთვის 61 მილიარდამდე დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს
