არქეოლოგიური სემინარი
ძეგლებისა და ისტორიული ადგილების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ბათუმში არქეოლოგიური სემინარი მიმდინარეობს. მონაწილეები ბოლო პერიოდის კვლევებსა და შესწავლილ ძეგლებს განიხილავენ და სამომავლო გეგმებზეც საუბრობენ. მოხსენებები მოიცავს სხვადასხვა თემატიკას - ქვის ხანიდან შუასაუკუნეებამდე. სემინარის ორგანიზატორი აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოა და ის ცნობილი არქეოლოგების ამირან კახიძისა და შოთა მამულაძის ხსოვნას ეძღვნება
