ტელეკომპანია „იმედის“ განცხადება
საპროტესტო აქციაზე ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტებთან დაკავშირებით, ტელეკომპანია „იმედი“ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ ეს არის დაგეგმილი ბინძური პროვოკაცია „იმედის" წინააღმდეგ, რადგან ყველაზე რეიტინგულმა მედიამ, ვერ შეძლოს და ზღვარგადასული აგრესიის ფონზე, ვერ მოახერხოს პროცესების სრულფასოვანი გაშუქება. ტელეკომპანია „იმედმა“ 16 აპრილს რეაგირებისათვის მიმართა დიპლომატიურ კორპუსს და ადამიანის უფლებათა დამცველ არასამთავრობო ორგანიზაციებს, თუმცა მათი მხრიდან, ფაქტებს რეაგირება არ მოჰყოლია
