ისრაელის იერიში
ისრაელმა ლიბანის სამხრეთში ჰეზბოლას პოზიციებზე იერიში განახორციელა. ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ავიაგამანადგურებლებმა ხიამის რაიონში იმ შენობებს შეუტიეს, რომლებსაც ტერორისტები თავს აფარებდნენ. თავდასხმის დროს განადგურდა დაჯგუფების კუთვნილი სხვა ინფრასტრუქტურაც. ცაჰალის ცნობით, ლიბანის სამხრეთში, კაფრ კილას რეგიონში იერიშის დროს ჰეზბოლას 2 ტერორისტის ლიკვიდაციაც მოხერხდა. 1 დღით ადრე, ლიბანის მხრიდან ისრაელის ჩრდილოეთში, ჰეზბოლას თავდასხმის დროს 19 ისრაელელი დაშავდა. დაჯგუფებამ დრონებით თავდასხმა არან ალ-არამშეს დასახლებაში, ერთ-ერთ სამხედრო ობიექტზე განახორციელა.
