ოსტინი უკრაინის დახმარებაზე
შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრი კონგრესს მოუწოდებს, უკრაინის დახმარების ახალი პაკეტი დაუყოვნებლივ დაამტკიცოს. ლოიდ ოსტინმა წარმომადგენელთა პალატის წევრებთან შეხვედრის დროს განაცხადა, რომ უკრაინას ამერიკული დახმარების გარეშე რუსული აგრესიის მოგერიება უჭირს, ფრონტის ხაზზე კი, უკიდურესად რთული ვითარებაა შექმნილი. პენტაგონის მონაცემებით, ფრონტზე რუსული არმია რიცხობრივ უპირატესობას ფლობს, უკრაინელ სამხედროებს კი, საბრძოლო მასალები ამოეწურათ.
