აშშ-ის დახმარება უკრაინას
ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა უკრაინისთვის ამერიკის სამხედრო დახმარების გაწევას კრიტიკულად მნიშვნელოვანი უწოდა. მაიკ ჯონსონის თქმით, დამატებითი დახმარების ახალ პაკეტს, პალატა 20 აპრილს განიხილავს. კანონპროექტი უკრაინისთვის 61 მილიარდამდე დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს, მათ შორის 23 მილიარდი ამერიკის შეიარაღების შევსებისთვის დაიხარჯება. დოკუმენტში საუბარია დახმარების სესხის სახით გადაცემაზე და რუსული აქტივების კონფისკაციაზე. დოკუმენტი ასევე შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტსა და პენტაგონს ავალებს უკრაინის მხარდაჭერის სტრატეგია, 45 დღის განმავლობაში გამოაქვეყნოს.
