პრემიერი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს შეხვდა
პრემიერ-მინისტრი საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ახლადდანიშნულ ხელმძღვანელს შეხვდა. ისაუბრეს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით შექმნილ რთულ ვითარებაზე. აღინიშნა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მნიშვნელოვანი როლი როგორც 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების, ისე კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისა და ესკალაციის პრევენციის მიმართულებებით. მთავრობის მეთაურის თქმით, მანდატის შესაბამისად, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წვდომის უზრუნველსაყოფად, მნიშვნელოვანია ყველა არსებული ინსტრუმენტის გამოყენება. პრემიერ-მინისტრი ასევე მიესალმა მისიის მანდატის 2024 წლის დეკემბრამდე გაგრძელებას.
