ჩემპიონთა ლიგა
უეფას ჩემპიონთა ლიგას მოქმედი ჩემპიონი გამოეთიშა. „ეტიჰად სთედიუმზე“ „მანჩესტერ სიტისა“ და „რეალს“ შორის გამართული მატჩის ძირითადი და დამატებითი დრო 1:1 დასრულდა, 11-მეტრიანების სერიაში კი მადრიდელებმა 4:3 გაიმარჯვეს. გადამწყვეტი პენალტი ზუსტად გერმანელმა მცველმა ანტონიო რუდიგერმა შეასრულა. რაც შეეხება თამაშს, სტუმრები მე-12 წუთზე როდრიგომ დააწინაურა, რასაც მასპინძლების რიგებში ზუსტი დარტყმით 76-ე წუთზე კევინ დე ბრუინმა უპასუხა. ნახევარფინალში „რეალის“ მეტოქე „ბაიერნი“ იქნება. მიუნხენელებმა გუშინ ლონდონის „არსენალი“ იოზუა კიმიხის გოლით 1:0 დაამარცხეს.
