„შავი ლომის“ მზადება
საქართველოს სარაგბო კლუბი „შავი ლომი“ დიდ ბრიტანეთში მოსამზადებელ შეკრებას გაივლის, რომლის ფარგლებშიც „ლესტერ ტაიგერსთან“ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. შეკრებაზე გამგზავრებამდე მორაგბეებმა „შევარდენის“ სანაკრებო ბაზაზე ბოლო ვარჯიში გამართეს. გუნდი მნიშვნელოვანი მატჩისთვის ახალმა მთავარმა მწვრთნელმა რიჩარდ კოკერილმა მოამზადა. „ლესტერი“ მისი ყოფილი კლუბია და როგორც მოთამაშის, ასევე მწვრთნელის ამპლუაში რამდენიმე წელი აქვს გატარებული. 14 ტურის შემდეგ 8 მოგებით და 6 წაგებით ინგლისის პრემიერშიპში „ტაიგერსი“ მეშვიდე ადგილზეა. შეხვედრა 3 მაისს თბილისის დროით 22:30 საათზე დაიწყება.