ნეთანიაჰუ: ისრაელი თავად მიიღებს გადაწყვეტილებებს
ისრაელი თავად მიიღებს გადაწყვეტილებებს და გააკეთებს ყველაფერს, რაც საჭიროა თავის დასაცავად. ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა გაერთიანებული სამეფოსა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრის შემდეგ, მთავრობის სხდომაზე განაცხადა. ბენიამინ ნეთანიაჰუს თქმით, ისრაელი მეგობარი ქვეყნების რჩევებს აფასებს, თუმცა გადაწყვეტილებებს სახელმწიფო თავად მიიღებს.
