დუდა ტრამპს შეხვდა
პოლონეთის პრეზიდენტი ნიუ იორკში დონალდ ტრამპს შეხვდა. ანჯეი დუდას რესპუბლიკელების საპრეზიდენტო კანდიდატმა „ტრამპ თაუერში“ უმასპინძლა. შეხვედრა დახურულ კარს მიღმა გაიმართა. ჟურნალისტებს ტრამპმა განუცხადა, რომ პრეზიდენტობის პერიოდში, ანჯეი დუდასთან 4-წლიანი ნაყოფიერი თანამშრომლობა ჰქონდა და იმედი გამოთქვა, რომ მათი თანამშრომლობა მომავალშიც შედგება.
