ორბანი: ევროკავშირის ხელმძღვანელობა უნდა შეიცვალოს
„ევროკავშირის ხელმძღვანელობა უნდა შეიცვალოს“,- ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ბრიუსელში განაცხადა, სადაც „ეროვნული კონსერვატიზმის კონფერენციაში“ იღებს მონაწილეობას. ვიქტორ ორბანმა ევროკავშირის მოქმედი ხელმძღვანელობა ევროპაში თავისუფლების შეზღუდვაში დაადანაშაულა და იმედი გამოთქვა, რომ მათი შეცვლა ივნისში დაგეგმილი არჩევნების გზით გახდება შესაძლებელი.
