ომი უკრაინაში
„ომი გაგრძელდება მანამ, ვიდრე რუსეთის ამჟამინდელი რეჟიმი ხელისუფლებაში იქნება“- ამის შესახებ „ვაშინგტონ პოსტთან“ ინტერვიუში უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელმა განაცხადა. კირილ ბუდანოვმა ფრონტის ხაზზე არსებულ რთულ ვითარებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ რუსების მიერ ომში დაკარგული ძალების აღდგენა სწრაფად ხდება, რაც უკრაინამ სათანადოდ უნდა შეაფასოს.
