უკრაინის დახმარების კანონპროექტი აშშ-ში
„კონგრესის წარმომადგენელთა პალატა უკრაინის მხარდამჭერ კანონპროექტს კენჭისყრაზე შაბათს გაიტანს“,- ამის შესახებ ქვედა პალატის სპიკერმა მაიკ ჯონსონმა განაცხადა. მისივე თქმით, წარმომადგენელთა პალატაში 4 სხვადასხვა კანონია შესული, უკრაინის, ისრაელის, ინდოეთ-წყნარი ოკეანის რეგიონის მხარდაჭერის, ასევე, რუსეთის, ჩინეთისა და ირანის შემაკავებელი ზომების შესახებ. სენატმა უკრაინის, ისრაელის და სხვა პარტნიორებისთვის 95 მილიარდი დოლარის გამოყოფას 1 თვის წინ დაუჭირა მხარი. აქედან 60 მილიარდ დოლარზე მეტი უკრაინისთვის არის განკუთვნილი.
