„სამეცნიერო დიპლომატია მშვიდობისა და განვითარებისთვის“
განათლების სამინისტროს, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს თანაორგანიზებით ტექნიკურ უნივერსიტეტში სიმპოზიუმი გაიმართა სახელწოდებით „სამეცნიერო დიპლომატია მშვიდობისა და განვითარებისთვის“. სიმპოზიუმი 3 მიმართულებით წარიმართა, მეცნიერება დიპლომატიისთვის, დიპლომატია მეცნიერებისთვის და დიასპორის როლი სამეცნიერო დიპლომატიისთვის. სამეცნიერო დიპლომატიის სიმპოზიუმის მიზანია მეცნიერების, პოლიტიკის და აკადემიური სფეროების გაერთიანება და ერთიანი ქსელის შექმნა გლობალური გამოწვევების გადასაჭრელად.
