თურქეთის საპარლამენტო დელეგაცია საოკუპაციო ხაზთან
პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე და თურქეთის პარლამენტის ეროვნული თავდაცვის კომიტეტის დელეგაციის წევრები სოფელ ოძისში, საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდნენ. დელეგაციის წევრები რუსეთის მიერ განხორციელებული ბორდერიზაციის და მცოცავი ოკუპაციის შედეგებს გაეცნენ. სტუმრებმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებისგან საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკის ძირითადი მიდგომების შესახებ ინფორმაცია მოისმინეს.
