სახალხო დამცველმა დაკავებულები მოინახულა
სახალხო დამცველმა თბილისის პოლიციის სამმართველოში მოთავსებული დაკავებულები მოინახულა.ომბუდსმენის თქმით, იზოლატორში რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციაზე გუშინ და გუშინწინ დაკავებული 18 ადამიანია. მათ შორის, პოლიტიკოსები. იოსელიანის განცხადებით, რამდენიმე მათგანი ფიზიკურ დაზიანებებზე მიუთითებს
