რეფერენდუმი მოლდოვაში ევროკავშირში გაწევრიანებაზე
მოლდოვის საკონსტიტუციო სასამართლომ კანონიერად ცნო მმართველი პარტიის დეპუტატების ინიციატივა ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარების შესახებ. რეფერენდუმზე მოქალაქეებს მოუწევთ პასუხის გაცემა კითხვაზე, მხარს უჭერენ თუ არა მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანებას? რეფერენდუმი 2024 წლის შემოდგომაზე, საპრეზიდენტო არჩევნების დღეს არის დაგეგმილი
