საფრანგეთმა აზერბაიჯანიდან ელჩი გაიწვია
პარიზმა ბაქოდან საკონსულტაციოდ ელჩი გაიწვია. განცხადებას საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების განმარტებით, გადაწყვეტილების მიზეზი გახდა აზერბაიჯანის ცალმხრივი მოქმედება, რომელიც ორი ქვეყნის ურთიერთობას ზიანს აყენებს. მანამდე აზერბაიჯანმა საფრანგეთის ხელისუფლება მთიანი ყარაბაღის მოვლენებთან დაკავშირებით სომხეთის მხარდაჭერის გამო ბევრჯერ გააკრიტიკა
