ერდოღანმა ნეთანიაჰუ და დასავლეთი გააკრიტიკა
თურქეთის პრეზიდენტის განცხადებით, ახლო აღმოსავლეთში ვითარების ესკალაციაში ერთადერთი დამნაშავე ისრაელის პრემიერ-მინისტრია. თურქეთის ლიდერმა აღნიშნა, რომ ნეთანიაჰუ რეგიონში ესკალაციის შექმნით ძალაუფლების შენარჩუნებას ცდილობს. ერდოღანმა მწვავედ გააკრიტიკა დასავლეთიც იმის გამო, რომ მათ დაგმეს ირანის თავდასხმა ისრაელზე, მაგრამ არ დაუგმიათ ისრაელის შეტევა დამასკოში, ირანის საელჩოზე
