ზურაბიშვილმა მიშელსა და მაკრონს მიმართა
სალომე ზურაბიშვილი, ევროპული საბჭოს სხდომაზე საქართველოში განვითარებული მოვლენების განხილვას ითხოვს. ზურაბიშვილმა შარლ მიშელსა და ემანუელ მაკრონს მიმართა. მმართველი გუნდის განცხადებით, ზურაბიშვილის ნაბიჯი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ რადიკალურ ოპოზიციას სურს ქვეყნის გარედან მართვა, არ აქვთ ქართველი ხალხის იმედი და ცდილობენ გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის წინააღმდეგ საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან, რაც შეიძლება, მეტი კრიტიკული განცხადება გაკეთდეს
