აქცია პარლამენტთან
გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის განხილვის პარალელურად პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობდა აქცია. აქციას ორგანიზებას უწევდნენ და იქ შეკრებილებს მითითებებს აძლევდნენ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები, თბილისი პრაიდის წევრები და კეზერაშვილის ცოლისძმის, დიმიტრი ჩიქოვანის დაქვემდებარებაში მყოფი ალექსანდრე ზიბზიბაძე. რამდენჯერმე დაიძაბა ვითარება საკანონმდებლო ორგანოსთან. აქციის მონაწილეები სამართალდამცველებს ესროდნენ ქვებს და სხვადასხვა ნივთს. დაკავებულია 11 ადამიანი, არიან დაშავებულები, მათ შორის ორი პოლიციელი
