შსს-ს განცხადება დაკავებულებზე
შინაგან საქმეთა სამინისტროს კიდევ ერთი განცხადება დაკავებულებთან დაკავშირებით. აქციის მონაწილეთა ნაწილი არ დაემორჩილა პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნას, წინააღმდეგობა გაუწიეს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით ადგილზე მყოფ სამართალდამცველებს და მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა, რის საფუძველზეც, პოლიციამ ადმინისტრაციული წესით დააკავა 14 ადამიანი. შესაბამისი სამართლებრივი პროცედურების შემდეგ, პოლიციამ ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლა ოთხი, ხოლო ათი დაკავებული, დროებითი მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილი. დროებითი მოთავსების იზოლატორში დაკავებულთა შეყვანისთანავე, ექიმების მიერ კონფიდენციალურ გარემოში მოხდა მათი სამედიცინო შემოწმება და შედგა შესაბამისი დოკუმენტაცია. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ იზოლატორში ყოფნის პერიოდში, დაკავებული პირებისთვის დამატებითი სამედიცინო დახმარების გაწევის საჭიროება არ დამდგარა. უწყებაში განმარტავენ, რომ დროებითი მოთავსების იზოლატორში ყოფნის პირობებში, დაკავებულებს საშუალება ჰქონდათ კონფიდენციალურ გარემოში შეხვედროდნენ და გასაუბრებოდნენ სახალხო დამცველის რწმუნებულს. ყველა დაკავებულს შეუზღუდავად აქვს წვდომა, საკუთარი ინტერესების დამცველ ადვოკატებთან, სახალხო დამცველის აპარატისა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენელთან
