„ტელეიმედი“ დიპლომატებს მიმართავს
ფსიქოლოგიური ძალადობა და ბულინგი - რადიკალური ოპოზიცია თავს არ ღალატობს და ისევე როგორც ხელისუფლებაში ყოფნის დროს, ახლაც სამიზნეში, „იმედის” ჟურნალისტები ჰყავს ამოღებული. რევანშისტული პოლიტიკური ძალისთვის, მისი მოკავშირე არასამთავრობო სექტორის ნაწილისა და პარტიული მედიისთვის, ნეობოლშევიკური მეთოდებით მოქმედება, წესად არის ქცეული. ტელეკომპანია „იმედი” საქართველოში აკრედიტებულ, დემოკრატიული ქვეყნების დიპლომატიურ კორპუსს მიმართავს და მოუწოდებს, „იმედის“ წინააღმდეგ მიმდინარე შეტევას, რეაგირების გარეშე ნუ დატოვებენ
