თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური გლდანის პატარა ტბის გარშემო რეკრეაციულ სივრცეს აწყობს
თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური გლდანის პატარა ტბის გარშემო რეკრეაციულ სივრცეს აწყობს. ტერიტორია, დაახლოებით, 37 000 კვ.მ-ია. პროექტის თანახმად, ტერიტორიაზე მოეწყობა, საბავშვო მოედანი, ცხოველებისთვის განკუთვნილი სივრცეები, ველო და საფეხმავლო ბილიკები, რომელიც შემოუვლის გზისპირა გამწვანების ზოლს და მას ერთგვარ კუნძულის ფორმას მისცემს.