14 აპრილი დედაენის დღეა
დღეს დედაენის დღეა. 46 წლის წინ, 14 აპრილს, რუსთაველის გამზირზე მოქალაქეებმა საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილება გააპროტესტეს და არ დაუშვეს საბჭოთა კონსტიტუციის 78-ე მუხლში შეტანილი იმ ცვლილების დამტკიცება, რომლის მიხედვითაც ქართული ენა სახელმწიფო ენის სტატუსს კარგავდა. აქციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა. დედაენის დღე მიულოცა საქართველოს, ირაკლი კობახიძემ და მმართველი გუნდის წევრებმა. დღევანდელ დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს პარლამენტის თავმჯდომარე.