ზაზა შათირიშვილის წერილი
ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი მიმართვას ავრცელებს. მიმართვაში წერია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის და გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის პრეს-კონფერენციის შემდეგ რადიკალურმა ოპოზიციონერმა სუბიექტებმა პრემიერს დიპლომატიური ეთიკა დაუწუნეს. „ვციტირებ თურმე როგორ გაბედა და გერმანელ კოლეგას როგორ უპასუხა მკაცრად პირდაპირ ეთერში. დიაპაზონი ფართოა, ზურაბიშვილიდან ნათელაშვილამდე“,- წერს შათირიშვილი.
