ტრანზაქცია რუსეთიდან ხოშტარიების ანგარიშზე
ელენე ხოშტარია ადასტურებს, რომ მისი ოჯახის ანგარიშზე რუსეთიდან ფული ჩაირიცხა. „ქრონიკის“ შეკითხვებს არ პასუხობს, თუმცა ამაზე სოციალურ ქსელში დაწერა. რუსეთიდან მიღებულ ფულზე დასმულ შეკითხვაზე პასუხის ნაცვლად, კი გოგი ხოშტარიამ „ქრონიკის“ ჟურნალისტს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ჩვენი ინფორმაციით, ელენე ხოშტარიასა და მისი ოჯახის ანგარიშზე მოსკოვიდან ლონდონის ერთ-ერთი ბანკის მეშვეობით თანხის გადარიცხვა მოხდა. ხოშტარიების ანგარიშზე 30 ათასი ფუნტი ჩაირიცხა.
