დავითაშვილის გოლი
საფრანგეთის ლიგა ორის 32-ე ტურში ზურიკო დავითაშვილმა გოლი გაიტანა, თუმცა მისი გუნდი საკუთარ მოედანზე „ბასტიასთან“ 2:3 დამარცხდა. 44-ე წუთზე „ბორდომ“ კუთხური კარგად გაითამაშა, ქართველი ფეხბურთელი კარგ პოზიციაში დარჩა და ერთი შეხებით გაიტანა. ბოლო სამ ტურში საქართველოს ნაკრების წევრმა თავი 2 გოლით და 2 საგოლე პასით გამოიჩინა.